1 ოქტომბერი 2018 წელი
9 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ნებაჰატ ავჯიოღლუ წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: კულტურათა გლობალიზაცია: ხელოვნება და მობილობა მეთვრამეტე საუკუნეში. ევროპული კოლონიზაციის თანამედროვე ისტორიოგრაფია იმ ასიმეტრიული ურთიერთობებისკენ მიუთითებს, რაც დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროებს შორის არსებობდა. უცხო კულტურებთან კონტაქტმა ხელი შეუწყო ახალი სახელოვნებო საქმიანობების, იდეების და პოლიტიკური ამოცანების აღმოცენებას მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეების ევროპაში.
ედუარდ საიდის წიგნი „ორიენტალიზმი“ (1978) შეეხება ისტორიოგრაფიული ნაშრომების კონცეპტუალურ გენეალოგიას. მისმა წიგნმა, რომელიც აანალიზებს ცოდნასა და ძალაუფლებას შორის არსებულ ურთიერთკავშირს, უდიდესი ზეგავლენა მოახდინა და საფუძველი ჩაუყარა ამ მიმართულებით შემდგომ კვლევებს. ლექცია შეეხება ინგლისისა და ირლანდიის დედოფალ მერის - ლედი მერი უორთი მონტაგუს 1725 წელს შესრულებულ პორტრეტს პორტრეტსა და მისი წერილებში ასახულ მე-18 საუკუნის კულტურათშორის ურთიერთობებს, ინგლისისა და ოსმალეთის იმპერიების - ორი კულტურისა და ხელოვნების შინაარსობრივ ისე სტილისტურ შედარებებს.
სამუშაო ენა: ინგლისური