12 ოქტომბერი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა. DAAD-ის წარმომადგენელმა მაქს ბორნმანმა სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევარებს გერმანიის გაცვლითი პროგრამები და მასში მონაწილეობის პირობები გააცნო. წარდგინებაზე გერმანიაში სწავლის მსურველები ასევე გაეცნენ გერმანიის უმაღლესი განათლების სისტემას, სასწავლო გერმანულ და ინგლისურენოვან პროგრამებს, სტიპენდიებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: http://ic.daad.de/tbilissi/