7 დეკემბერი 2018 წელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ფილოსოფოსმა ლაშა ბაქრაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“. მომხსენებელი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გასული საუკუნის ტოტალიტარული სისტემების, კომუნისტური საბჭოეთისა და ფაშისტური გერმანიის პირობებში ხელოვნების მდგომარეობის პოლიტიკურ და ესთეტიკურ საკითხებზე ესაუბრა. ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდება.