26 დეკემბერი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტების ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. ტურნირში ოცი გუნდი მონაწილეობდა. საუკეთესო შედეგის მქონე სამ გუნდს პრიზების სახით წიგნები გადაეცა. პირველ ადგილი გუნდმა "ინკვიზიცია" მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილების მფლობელი "ფენიქსი" და "50.5" გახდა.