ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტრადიციულად უმასპინძლა ფრანკოფონიის დღეებს. ფრანკოფონია - 2019 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა და მასში სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. მიზნად ისახავდა ფრანგული ენის, საფრანგეთის კულტურის, ცივილიზაციის პოპულარიზაციას. ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში ბსუ-ში გაიმართა სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენცია „ფრანკოფონიის თანამედროვე გამოწვევები“ და ფრანგული ფილმის ჩვენება.
ფრანკოფონიის დღეები ხელს უწყობს სკოლებში ინფორმაციის გავრცელებას, აბიტურიენტთა და მოსწავლეთა დაინტერესებას, სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას, ფრანგული ღირებულებების გაცნობას, ფრანგულ-ქართული ერთიერთობების განვითარებას, ახალი იდეებისა და პროექტების დაგეგმვას.
ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში მონპელიეს უნივერსიტეტის ფრანგმა მაგისტრანტმა ელ აზაუი მეისანმა, რომელიც პროფესიულ სტაჟირებას გადის ბსუ-ში, პროფესორ-მასწავლებლებს უცხო ენის სწავლების ახალი მეთოდები გააცნო. უცხო ენის სწავლება სიტყვის ხელოვნების პრაქტიკით - თეატრის, სასცენო წარმოდგენისა და ენის ესთეტიური ფუნქციების შესწავლას უკავშირდება. ეს ფრანგული ენის შესწავლის ახალი გზაა. თეატრის დიდაქტიკა მრავალ კომპონენტს აერთიანებს, ის მოიცავს ინტერსუბიექტურ, პლურიდისციპლინარულ, ესთეტიკურ და ემოციურ კომპონენტებს. აღნიშნული ელემენტების საშუალებით ენის შემსწავლელს გამოუმუშავდება კომუნიკაციის ფორმალური და არაფორმალური, გუნდური მუშაობის უნარები, სწავლობს ემოციების მართვას, კრეატიულობას, უვითარდება ფანტაზია და რაც მთავარია, ის სულ სხვა ასპექტში აღმოაჩენს როგორც საკუთარ თავს, ისე ჯგუფის სხვა წევრებსაც.
ფრანკოფონიის კვირეულში დაგეგმილი ღონისძიებები:
1. უნივერსიტეტი - მოსწავლეთა და სტუდენტთა კონფერენცია, 18/03/19;
2. უნივერსიტეტი - ფრანგული ფილმის ჩვენება, 19/03/19;
3. ამერიკული კუთხე -ანიმაციური ფილმის ჩვენება, 20/03/19;
4. აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა- ფრანგული ენის უფასო კურსების პრეზენტაცია, ფრანგული ანტიკვარული წიგნების გამოფენა, 28/03/19;
5. აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი - ფრანგული ექსპონატების გამოფენა - ახალგაზრდა ფრანკოფონი გიდი (სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი აქტივობა), 28/03/2019
6. უნვერსიტეტი - სწავლების მეთოდები - ტრენინგი პროფესორ-მასწავლებლბისთვის (ტრენინგს ჩაატარებს ფრანგი სტაჟიორი ელ აზაუი მეისანი- ლექსიკის სწავლება მხატვრული მეთოდებით), 21/03/2019;
7. უნივერსიტეტი - საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის ვიზიტი, შეხვედრა რექტორთან. ალაფურშეტი. კონფერენციაში გამრჯვებულთა დაჯილდოება. კონცერტი, 28/03/2019;
8. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი - კლასიკური მუსიკის კონცერტი. კონფერენციის მონაწილეთა დაჯილდოება. ფრანკოფონიის საზეიმო დახურვა, 28/03/2019.
დანართი