29 მარტი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფი უნივერსიტეტის ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლების ორგანიზებით ფრანკოფონიისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ფონდში დაცული ანტიკვარული ფრანგული წიგნები, ხოლო აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ფრანგული ექსპონატები გამოიფინა, რომელსაც ბსუ-ს სტუდენტები უწევდნენ გიდობას. ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიაში გამართულ დასკვნით საღამოზე ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ ,,ფრანკოფონია 2019-ის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
ფრანკოფონიის კვირეული განხორციელდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და ფრანკოფონიური უნივერსიტეტების სააგენტოს AUF თანადგომით.