ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის „ამბავი 12 სავანისა“ პრემიერა

სურათი

დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის „ამბავი თორმეტი სავანისა“ პრემიერა გაიმართა. ფილმში ასახულია კლარჯეთის „ათორმეტ სავანეთა“ მხარის წარსული და თანამედროვეობა, ქართველებისა და ქართული ენის მდგომარეობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში  -  ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. სცენარის სამეცნიერო საფუძველია მონოგრაფია „ხანძთა და ათორმეტ სავანეთა მხარის ძველი სალოცავები. ფილმში გამოყენებულია 2005-2018 წლების სამეცნიერო ექსპედიციების საველე ვიდეომასალა: პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის და ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ვიდეოარქივი.

დოკუმენტური ფილმი შედგება სამი ნაწილისგან: I. ჭოროხის ქვეყანა; II. ათორმეტნი; III. ბედის ბორბალი ქართველთათვის. ქრონომეტრაჟი შეადგენს 75 წუთს.

„ამბავი თორმეტი სავანისა“ პირველი ფილმია სერიიდან „დაკარგული ისტორია“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა