13 აპრილი 2019 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით მოსწავლეთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგინეს ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და კულტურული ურთიერთობების საკითხებზე.