15 აპრილი 2019 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ლიტერატურული საღამო: „დედაენა, პოეზია, სიყვარული“ ჩატარდა. ლიტერატურული საღამო ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და ირაკლი აბაშიძის დაბადებიდან 110, გიორგი ლეონიძის - 120 და იოსებ გრიშაშვილის - 130 წლისთავს ეძღვნებოდა. ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით გაიხსენეს ქართველი პოეტების შემოქმედება და გასული საუკუნის ლიტერატურული ცხოვრება გააცოცხლეს. ახალგაზრდებმა საიუბილეო საღამოზე ირაკლი აბაშიძის, გიორგი ლეონიძის, იოსებ გრიშაშვილის ლექსები წაიკითხეს დამათ ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.