ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„აკადემიური წერა - პროცესი და შედეგები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით (მოდერატორი ასოცირებული პროფესორი ნანა ტრაპაიძე) ღონისძიება „აკადემიური წერა - პროცესი და შედეგები“ გაიმართა. ბსუ-ში მიმდინარე წლიდან პირველად სასწავლო საპილოტე სასწავლო კურსი აკადემიური წერა „მუდლის“ პროგრამის გამოყენებით ხორციელდება და ორიენტირებულია ცოდნაზე, ანალიზზე, აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე, ანტიპლაგიატზე. ღონისძიებაზე სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა (ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ეკონომიკური, სამართლის მეცნიერებების და ტურიზმის) აკადემიური წერის სასწავლო კურსის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე შესრულებული კვლევების შედეგები პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. სტუდენტებმა კარგად წარმოაჩინეს სასწავლო პროცესში შეძენილი ცოდნა: ზეპირი მეტყველების, ანალიზის და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა