ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ენა და ტექნოლოგიები - ქართული კორპუსული რესურსები კვლევისა და სწავლებისათვის“

სურათი

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, თსუ-ს და  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა მარინა ბერიძემ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური  და მოწვეული პერსონალისთვის ჩაატარა ტრეინინგი: „ენა და ტექნოლოგიები - ქართული კორპუსული რესურსები კვლევისა და სწავლებისათვის“.  ორდღიანი ტრეინინგის მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვა სამეცნიერო კვლევებსა და საუნივერსიტეტო განათლების სხვადასხვა საფეხურზე სწავლებაში. პროგრამა  მოიცავდა ლექციებისა და პრაქტიკული სამუშაოების სამ ბლოკს: ქართული დიალექტური ლექსიკოგრაფიული ბაზა და დიალექტური ატლასი - კვლევა და თანამშრომლობა.

სემინარი ითვალისწინებდა ქართული დიალექტების კორპუსული კვლევისა და დოკუმენტირების რესურსების გაცნობას; ქართული მეტაენის კორპუსის ძირითადი სტრუქტურისა და პარამეტრების, აგრეთვე თანამშრომლობის საშუალებების გაცნობას; ტერმინოლოგიურ, თარგმნით და სხვ. სახის ლინგვისტური და ინტერდისციპლინური საქმიანობისთვის მისი გამოყენების პერსპექტივების განხილვას; სახელმწიფო ენის დეპარტამენტი - საქმიანობა, მიზნები, თანამშრომლობის პერსპექტივები;
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა