ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორები მარინე გიორგაძე და ნატალია სურგულაძე ერასმუს+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქალაქ რუანის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები მარინე გიორგაძე და  ნატალია სურგულაძე 2019 წლის 25-30 მარტს  აკადემიური პერსონალის სტატუსით  ერასმუს+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქალაქ რუანის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) იმყოფებოდნენ. პროფესორებმა მარინე გიორგაძე და  ნატალია სურგულაძე ჩაატარეს პრეზენტაციები ბსუ-ს, ევროპეისტიკის დეპარტამენტისა და ფრანგული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ასევე მონაწილეობა მიიღეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში, ლექცია-სემინარებში, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებთან.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ლინგვისტიკის დეპარტამენტის პროფესორ სალი აკინსა და ლინგვისტური მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბატონ რიშარ საბრიასთან, ასევე ფილოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, ბატონ ჟოზე ლოზანოსთან. დაიგეგმა 2019 წლის სექტემბერში საზაფხულო სკოლის ორგანიზება ფრანგული ფილოლოგიის მიმართულებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა