ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ჰორიზონტ 2020“-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია და სემინარი გაიმართა

სურათი

„ჰორიზონტ 2020“-ის საგრანტო პროექტის „ცოდნის და აკადემიური კულტურის ურთიერთგაზიარება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში: ევროპა და შავი ზღვის რეგიონი, XVIII ს. მეორე ნახევარი - XXI ს.“ („Knowledge Exchange and Academic Cultures in the Humanities: Europe and the Black Sea Region, late 18th – 21st Centuries — KEAC-BSR“) ფარგლებში, 15 - 21 აპრილს ბლაგოევგრადის ნეოფიტ რილსკის სამხრეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში (ბულგარეთი) კონფერენცია და სემინარი ჩატარდა ვიზუალურ ანთროპოლოგიაში. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა ბსუ-ში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა მარინე აროშიძემ და სტუდენტებმა ხათუნა ხალვაშმა და ბექა მაკარაძემ.

საერთაშორისო კონფერენციაზე პროფესორმა მარინე აროშიძემ მოხსენება წარადგინა თემაზე: „მეცნიერების ენა - თარგმნის ენა“, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტმა, ბექა მაკარაძემ ნაშრომი  - „იეზიდების ეთნოკულტურა  (ქართულ-თურქული პარალელები).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა