23 მაისი 2019 წელი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ამერიკისმცოდნეობის დოქტორმა ქეთი ანთელავამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის 100 წელი: ელიზაბეთ ქეიდი სტენტონიდან გერტრუდ ვანდერბილტ უითნიმდე“. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სამოქალაქო უფლებებისა და სოციალური თანასწორობისათვის მებრძოლი ამერიკელი ქალების მოღვაწეობა გააცნო.