3 მაისი 2019 წელი
1-2 მაისს ინგლისური ენის საერთაშორისო ტრენერმა დიდი ბრიტანეთიდან ენდრიუ უოლკლეიმ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარა ტრეინინგი ინგლისური ენის სწავლებაში ლექსიკის გამოყენების საკითხებზე. ტრენერმა სწავლების მონაწილეებს გააცნო სტუდენტების ლექსიკური ცოდნის განვითარების საკითხები, ყოველდღიურად სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთოდების და მიდგომების გამოყენების მნიშვნელობა. ენდრიუ უოლკლეიმ კოლეგებს გაუზიარა ინგლისური ენის ლექსიკის სწავლების გამოცდილება და აუდიტორიაში საქმიანობის ახალი პრაქტიკული და ტექნიკური მეთოდებზე, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში სწავლის მოტივაციის გაზრდას.