5 ივნისი 2019 წელი

ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ ისაკსენმა მეთოდოლოგიური სემინარი ჩაატარა თემაზე: „საქმიანი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე“. სემინარს ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის უცხო ენათა აკადემიური დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები. დევიდ ისაკსენმა მსმენელებს გააცნო სასწავლო კურსის „საქმიანი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე“ შინაარსი, მისი სტრუქტურა, სასწავლო პროცესში გამოყენებული უახლესი ლიტერატურა და სწავლების მეთოდები პრაქტიკული აქტივობების დემონსტრირების გზით. მეთოდოლოგიური სემინარის მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.