5 მაისი 2019 წელი
27 მაისსა და 5 ივნისს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შედგა ფაკულტეტის ადმინისტრაციის შეხვედრა ფაკულტეტის სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამების მეორე კურსის სტუდენტებთან და მათ ხელმძღვანელებთან. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ჟუკა გუმბარიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო სამაგისტრო ნაშრომების Moodle-ის ელექტრონულ სისტემაში პლაგიატის გამოვლენის პროგრამა Turnitin-ის გამოყენებით ატვირთვის, შემოწმების ვადები და პროცედურები.