ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფრაზეოლოგიისა და პარემიოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის „ფრაზისის“ კონგრესი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს 11-13 სექტემბერს, იტალიის რომის „რომი ტრეს“ უნივერსიტეტში გამართულ ფრაზეოლოგიისა და პარემიოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის „ფრაზისის“ კონგრესში. პროფესორებმა ნატალია სურგულაძემ, ირინე გოშხეთელიანმა, ნანა სტამბოლიშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია კიკვაძემ და ფილოლოგიის დოქტორმა ანზორ აბუსერიძემ კონგრესზე მოხსენებები წარადგინეს დარგის აქტუალურ საკითხებზე. ღონისძიებაში მონაწილეობდა მსოფლიოს ცნობილი ლინგვისტები საქართველოდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბრაზილიიდან და სხვა ქვეყნებიდან.  კონგრესი მიზნად ისახავდა აკადემიური პირების დაახლოებას, აზრთა გაცვლას და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა