7 ოქტომბერი 2019 წელი
4-6 ოქტომბერს, ოდესაში, „ჰორიზონტ 2020-ის“ საგრანტო პროექტის „ცოდნის და აკადემიური კულტურის მიმოცვლა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში: ევროპა და შავი ზღვის რეგიონი, XVIII ს. მეორე ნახევარი - XXI საუკუნე“ ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა: თამარ სირაძემ, მარინე აროშიძემ, მანუჩარ ლორიამ, დალი დობორჯგინიძემ და დოქტორანტმა ანასტასია მახარაძემ. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საგრანტო პროექტის სამუშაო შეხვედრა და დაიგეგმა მეორე საზაფხულო სკოლის „თარგმანის როლი მეცნიერების განვითარებაში - 2020“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარება.
საერთაშორისო კონფერენციაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა მარინე აროშიძემ მოხსენება წარადგინა თემაზე: „მეცნიერების ბედი „წითელი„ და „დიდი“ ტერორის პერიოდში“, პროფესორმა თამარ სირაძემ ნაშრომი „კულტურული ცვლილებები საქართველოში XX საუკუნის I ნახევარში“ წარადგინა, ასოცირებულმა პროფესორმა მანუჩარ ლორიამ - „საბჭოური 30-იანი წლების იდეოლოგიური ფილმების ეთნოკულტურული ასპექტი“ და ხოლო მოწვეულმა მასწავლებელმა დალი დობორჯგინიძემ - „ქალების „მე“ (მეცნიერების გენდერული ასპექტები)“.