7 დეკემბერი 2019 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესპანეთის ქალაქ სევილიის უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ჯაშმა ტრენინგი „ტრადუქტოლოგია - დარგობრივი ენების შესწავლის თეორია და პრაქტიკა“ ჩაატარა. ორდღიანი სწავლება მიზნად ისახავდა თარგმნის თეორიისა და პრაქტიკის ძირითადი ასპექტები, თარგმნის მნიშვნელობა, თარგმნის თეორიის ზოგადი ცნებების, თარგმნის სახეებისა და პრინციპების გაცნობას.