ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ნოდარ ბარამიძე - 90

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ღვაწლმოსილი ლექტორის ნოდარ ბარამიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. ღვაწლომოსილ ლექტორს იუბილე მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა, ფაკულტეტის დეკანმა მარინე გიორგაძემ, პროფესორ-მასწავლბლებმა და სტუდენტებმა. ღონისძიებაზე ნოდარ ბარამიძეს განათლების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი  და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

ნოდარ ბარამიძე უნივერსიტეტში 1949 წლიდან მოღვაწეობს და დღემდე აქტიურადაა ჩართული სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და სტატიის. განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მინიჭებული აქვს განათლების დამსახურებული მოღვაწის წოდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა