25 თებერვალი 2020 წელი

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოში, 1921 წლის თებერვალ-მარტში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. 99 წლის წინ საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა, საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა და საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა.