13 მაისი 2020 წელი
19 მაისს, 17:00 საათზე, ZOOM - ის ონლაინ პლატფორმაზე ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც. პროფ გიორგი მასალკინი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “პოსტკორონისეული სამყარო და ჩვენ”.
ეს მოხსენება, ბუნებრივია, არ არის საკითხის შეჯამების მცდელობა, ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, ესაა მცდელობა კითხვების დასმისა, კითხვების, რომლებზეც სამყაროს და ჩვენ მოგვიწევს პასუხების გაცემა:
-
რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენა საერთაშორისო გლობალურ პროცესებზე ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში;
-
რა გავლენას მოახდენს ის კომუნიკაციაზე (რომელიც განსაზღვრავს ცივილიზაციის რაობას);
-
დემოკრატიის რაობაზე, - ხომ არ დაემატება დილემას - „თავისუფლება თუ უსაფრთხოება“, ახალი დილემა - „თავისუფლება თუ ჯამრთელობა“. რომელი პოლიტიკური იდეოლოგია და რეჟიმები აღმოჩნდებიან უფრო სიცოცხლისუნარიანები არსებულ მდგომარეობაში;
-
რა შეიცვლება სოციალურ ურთიერთობებში - ატომიზაცია, რობინზონიზაცია, ახალი სოციალური ქცევა, ჩვევები და ა.შ;
-
ახალი მასალა ფსიქოლოგიისათვის, პედაგოგიკისათვის, ფილოსოფიისათვის, ეკონომიკური მეცნიერებისათვის, პოლიტიკური ფილოსოფიისათვის, კიდევ?
-
რომელმა სხვა გამოწვევებმა იჩინა თავი?.. დაასახელეთ.
-
შეიცვლება თუ არა ადამიანის სამყაროსთან ურთიერთობის სტრატეგია, პარადიგმა?
დასწრება თავისუფალია.
zoom-ის ბმული