ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გიორგი მასალკინის საჯარო ლექცია თემაზე: “პოსტკორონისეული სამყარო და ჩვენ”

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მასალკინმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „პოსტკორონისეული სამყარო და ჩვენ”. მომხსენებელმა ღონისძიებაზე ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: თუ რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენა საერთაშორისო გლობალურ პროცესებზე ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში; რა გავლენას მოახდენს ის კომუნიკაციაზე (რომელიც განსაზღვრავს ცივილიზაციის რაობას); დემოკრატიის რაობაზე,  - ხომ არ დაემატება დილემას - „თავისუფლება თუ უსაფრთხოება“, ახალი დილემა - „თავისუფლება თუ ჯამრთელობა“. რომელი პოლიტიკური იდეოლოგია და რეჟიმები აღმოჩნდებიან უფრო სიცოცხლისუნარიანები  არსებულ მდგომარეობაში; რა შეიცვლება სოციალურ ურთიერთობებში - ატომიზაცია, რობინზონიზაცია, ახალი სოციალური ქცევა, ჩვევები და ა.შ.

საჯარო ლექციაზე დაისვა ასევე შემდეგი მნიშვნელოვანი შეკითხვები:

  • ახალი მასალა ფსიქოლროოგიისათვის, პედაგოგიკისათვის, ფილოსოფიისათვის, ეკონომიკური მეცნიერებისათვის, პოლიტიკური ფილოსოფიისათვის, კიდევ?
  • რომელმა სხვა გამოწვევებმა იჩინა თავი?.. დაასახელეთ.
  • შეიცვლება თუ არა ადამიანის სამყაროსთან ურთიერთობის სტრატეგია, პარადიგმა?
     

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა