ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

სურათი
„სამი წელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისა უფრო ძლიერი იყო თავისი განცდის ინტენსიურობით, ვიდრე ჩვენი მონობის ასი წელი“
 
კონსტანტინე გამსახურდია
 
26 მაისს, 14:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
 
კონფერენციის პროგრამა
 
კონფერენციის გახსნა - მერაბ ხალვაში, ასოცირებული პროფესორი,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
 
მისალმება - მარინე გიორგაძე, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი
 
მომხსენებლები :
 
1. „პოლიტიკური ვითარება საქართველოში 1917 წლის მარტი - 1918 წლის თებერვალი“- ვახტანგ გურული, პროფესორი,  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
 
2. „პოლიტიკური მოვლენები ბათუმის ოლქში (1917 წელი)“ -  ოთარ გოგოლიშვილი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 
3. „ბათუმის საზავო კონფერენცია და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“- ჯემალ კარალიძე, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
4. „ეკლესია და სახელმწიფო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921 წლებში)“ - სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის რექტორი
 
5. „საზოგადოებრივი ვითარება ქუთაისში საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებისას“ -  სულხან კუპრაშვილი , პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
6. „იოსებ გრიშაშვილი - რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი პოეტი“ -   ავთანდილ ნიკოლეიშვილი, პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
7. „ლიტერატურა და პოლიტიკა - 26 მაისი, 1918 წელი“ - მალხაზ ჩოხარაძე, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა