13 ივნისი 2020 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით, პროექტის - “უნივერსიტეტი-სკოლას“ - ფარგლებში, გაიმართა მოსწავლეთა მესამე სამეცნიერო ვიდეოკონფერენცია თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები. სამეცნიერო სესიის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული და კულტურული ურთიერთობების საკითხებზე. მონაწილეები დაჯილდოვდებიან მადლობის სიგელითა და სერტიფიკატით.