9 ივლისი 2020 წელი
საქართველომ პირველად პრესტიჟული ფრანგული ლიტერატურული პრემიის გონკურის საკუთარი არჩევანი გააკეთა. ოთხი ქართული უნივერსიტეტის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ახალგაზრდა მკითხველთა წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიურის გადაწყვეტილებით (3 ხმა 2-ის წინააღმდეგ) საქართველოს გონკურის პრემიის 2019 წლის გამარჯვებული გახდა Jean-Luc Coatalem-ის რომანი La part du fils. ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ ბსუ-ს ევროპეისტიკის (ფრანგული ფილოლოგიის) მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი თინათინ იაკობაძე.
პრემიის გამარჯვებულის გამოცხადების ონლაინცერემონიაში ჩართული იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები: ნატალია სურგულაძე, მარინე სიორიძე, ნინო გურგენიძე, ნათია აბაშიძე და ჟიურის წევრი, მაგისტრანტი თინათინ იაკობაძე.
გონკურის ლიტერატურული საზოგადოება ჩამოყალიბდა 1902 წელს. ყველაზე პრესტიჟული ფრანგული პრემიით ჯილდოვდება წლის საუკეთესო რომანი.