31 ივლისი 2020 წელი
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და აკრედიტაციის სტანდარტების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტის დეკანს, დარგობრივი დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ჟუჟუნა გუმბარიძემ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ეტაპები, წესები და პროცედურები გააცნო. ჟუჟუნა გუმბარიძემ ასევე ისაუბრა აკრედიტაციის სტანდარტების განახლებულ მოთხოვნებზე, საგანამანთლებლო პროგრამის მიზნებსა და სწავლის შედეგების ჩამოყალიბებისას გასათვალისწინებელ ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კურუკულუმის ანალიზს და სწავლის შედეგების გამოყენების აუცილებლობას პროგრამის გასაუმჯობესებლად. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა.