31 აგვისტო 2020 წელი
VIII საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული ლიტერატურა თარგმანში“ ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამი დღის განმავლობაში ასამდე ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი მოხსენებებს წარმოადგენს თარგმანის აქტუალურ საკითხებზე. კონფერენცია მიზნად ისახავს ეროვნული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის ისტორიის შესწავლას, გაანალიზებას და არსებული თარგმანების ორიგინალთან შედარების საფუძველზე ტრადუქტოლოგიური პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრის გზების დასახვას. სამეცნიერო სესია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის რომანული ურთიერთგაგება, ინტერტექსტუალური დიალოგისა და CODFREURCOR-ის - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიური ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სადოქტორო კოლეჯის ორგანიზებით იმართება.
კონფერენციის მონაწილეები მოხსენებებს წარმოადგენენ შემდეგ თემებზე:
მიმართულება I - ეროვნული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნის ისტორია
-
მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა ენაზე თარგმნის ისტორია
-
ბერძნულ-რომაული და ძველ აღმოსავლური ცივილიზაციები თარგმანში
-
რა უნდა ვთარგმნოთ ანტიკური ეპოქიდან და რატომ?
-
თავდაპირველი თარგმანის სპეციფიკისათვის
-
უცხოური ლიტერატურა ეროვნულ თარგმანებში
-
ეროვნული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის მოზაიკაში
-
ეროვნული ავტორები უცხო ენაზე
-
ეროვნული ლიტერატურის განახლებული თარგმანები
-
ეროვნული ლიტერატურა და ავტო-თარგმანი (ავტორების მიერ ნათარგმნი ლიტერატურული ტექსტი)
მიმართულება II - ტრადუქტოლოგიური პრობლემები: ანალიზი და გადაჭრის გზები
-
არქეტიპები, ლაიტმოტივები, „მოხეტიალე ფაბულა“ სხვადასხვა ეროვნული ლიტერატურის კონტექსტში და მათი თარგმნის პრობლემები
-
ლინგვოკულტუროლოგიური კონცეპტები და თარგმანი
-
თარგმანი და ისტორიული კონტექსტი
-
მთარგმნელი, როგორც თანაავტორი, მკითხველი და მეგზური
-
დიალექტებისა და ფრაზეოლოგიზმების უცხო ენაზე თარგმნის პრობლემა
-
განახლებული თარგმანების (უწყვეტი დიალოგი) მნიშვნელობა და უნივერსალური თარგმანი
-
ლიტერატურული თარგმანი პოლიტიკისა და ესთეტიკის ჭრილში
-
იდეოლოგიზებული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნის მნიშვნელობა
-
არქაულის, მოდერნულისა და პოსტმოდერნულის მერიდიანები თარგმანში
-
ისტორიული კონტექსტის ცოდნის მნიშვნელობა და უცნობი ეპოქის ტექსტების თარგმნის სპეციფიკა
-
კულტურათა დიალოგი თარგმანში
-
ეთნიკური, გენდერული და რელიგიური იდენტობის ასახვა თარგმანში
კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებს განიხილავს სამეცნიერო კომიტეტი. დადებითი შეფასების შემთხვევაში, მოხსენების ტექსტს დაბეჭდავს ფრანკოფონიული რეგიონული სადოქტორო კოლეგიის (CODFREURCOR) ჟურნალში Études interdisciplinaires en Sciences humaines-ი (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში), რომელიც გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.