ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორების სამწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში შემაჯამებელი სამეცნიერო პუბლიკაციები გამოიცა. მანანა თანდაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა „ენისა და კულტურის დოკუმენტირების თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები: ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივის მაგალითზე“, ხოლო მანანა თანდაშვილის, რამაზ ხალვაშის, რუსუდან პაპიაშვილის, მზია ხახუტაიშვილის, გრიგოლ კახიანისა და ნანა ცეცხლაძის თანაავტორობით - „ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტირების თანამედროვე ინსტრუმენტები: მეგზური“.
მანანა თანდაშვილი, „ენისა და კულტურის დოკუმენტირების თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები: ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივის მაგალითზე“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ., 2020
ნაშრომი შეიქმნა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის „ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივის“ ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. პროექტს აფინანსებდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ნაშრომში განხილულია ენისა და კულტურის დოკუმენტირების თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები, განხილულია ღია რესურსების შექმნის ისტორია და მიმოხილულია თანამედროვე დიგიტალური არქივები, მათი შექმნის ისტორია და რესურსები. ნაშრომში ასევე განხილულია დოკულინგვისტიკის სფეროსათვის რელევანტური ზოგადთეორიული საკითხები, როგორიცაა: კულტურის გაგების საკითხი, მეხსიერების ფორმები, კულტურული ტრანსმისია და მისი მნიშვნელობა; ასევე წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში მოპოვებული ემპირიული მასალების ანალიზი. ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარული დარგის სტუდენტებისა და ენისა და კულტურის დოკუმენტირების საკითხით დაინტერესებული პირებისათვის.
წიგნის ელექტრონულ ვერსიას შესაძლებელია გაეცნოთ ლინკზე:
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/326171/1/EnisDaKulturisDokumentirebisTanamedroveMetodebiDaInstrumentebi.pdf?fbclid=IwAR24wZEFvOKiuWLBwmIMPVgXlW7Aj8RFUHtFQp2NHyoK9mRCW2F9ZfvnLjM
2.მანანა თანდაშვილი, რამაზ ხალვაში, რუსუდან პაპიაშვილი, მზია ხახუტაიშვილი, გრიგოლ კახიანი, ნანა ცეცხლაძე, „ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტირების თანამედროვე ინსტრუმენტები: მეგზური“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ., 2020
მეგზური შეიქმნა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის „ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივი“ (შიფრი №DI 2016-4) ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. პროექტს აფინანსებდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ნაშრომში განხილულია ენისა და კულტურის დოკუმენტირების თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები: ELAN-ი და FLEx-ი. ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარული დარგის სტუდენტებისა და ენისა და კულტურის დოკუმენტირების საკითხით დაინტერესებული პირებისათვის.
წიგნის ელექტრონულ ვერსიას შესაძლებელია გაეცნოთ ლინკზე:
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/326168/1/EnisDaKulturisEleqtronuliDokumentirebisTanamedroveInstrumentebi.pdf?fbclid=IwAR2TTtzlzhsNuvg7Ngt5dDP_kvWBoR5iuJYQ7HqsY_sdn9yr_YUjXaj3Jw8