ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორმა შორენა მახაჭაძემ და აბიტურიენტმა კობა ჟღენტმა „ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია შექმნეს

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა შორენა მახაჭაძემ აბიტურიენტ კობა ჟღენტთან ერთად  „ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია (წარმდგენი KJ Education) შექმნა, რომელიც შოთა რუსთაველის პოემის ადაპტირებულ ტექსტსაც შეიცავს. აპლიკაციის შექმნის მიზანია, ყველა დაინტერესებულს მაქსიმალურად გაუიოლოს შუასაუკუნეების მხატვრული ტექსტის  გაგება. აქედან დაიბადა სლოგანიც: „ვეფხისტყაოსნის გაგება ასე მარტივი არასოდეს ყოფილა“.
აპლიკაცია მოიცავს  „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალურ ტექსტს და მის ადაპტირებულ ვერსიას. აქვეა ცალკეული თავების მოკლე შინაარსები, ლექსიკონი, აფორიზმები, რომლებიც დალაგებულია როგორც ანბანის, ისე - თავებისა და თემების მიხედვით, ესეები, რომელთაც გააჩნია გაზიარების ფუნქცია.
აპლიკაციამ მომხმარებელთა შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ერთ თვეში მათმა რაოდენობამ 15 000-სს  მიაღწია.
მომავალში იგეგმება  ხმოვანი ვერსიის დამატებაც, რაც მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებს გაუადვილებს აპლიკაციის მოხმარებას. 
აპლიკაციით დაინტერესდნენ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები, ასევე, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები.
აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც ანდროიდის, ასევე iOS მოწყობილობებისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა