ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„საქართველოს პოლიეთნიკურობა და პოლირელიგიურობა - საფრთხე თუ გასაფრთხილებელი მონაპოვარი“

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი მასალკინმა, გამოსცა წიგნი „საქართველოს პოლიეთნიკურობა და პოლირელიგიურობა - საფრთხე თუ გასაფრთხილებელი მონაპოვარი“. წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა  ორგანიზაციის - „სამოქალაქო ინიციატივა - დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკური არჩევანისათვის - იდეის“ - მიერ, დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის ბიბლიოთეკის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს და Black Sea Trust ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ნაშრომში განხილულია თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე აქტუალური, რთული და კომპლექსური თემა - ერის რაობა, ერის ეთნიკური და პოლიტიკური (სამოქალაქო) განზომილება. ავტორი შეეცადა პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებზე: როდის და რა პირობებში ყალიბდებოდა ქართველი ერი; რა არის ეთნიკური ნაციონალიზმი და რა არის სამოქალაქო ნაციონალიზმი; რა არის ეთნიკურობაზე დამყარებული ერი და რა არის სამოქალაქო ერი; რას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოში „ახალი იდენტობების ძიების“ ფენომენი; როგორია ეროვნული (თუ ეთნიკური) უმცირესობების უფლებრივი (ფართო გაგებით) მდგომარეობა საქართველოში და რამდენად წარმატებულია მათ მიმართ გატარებული პოლიტიკა; რას წარმოადგენს საქართველოს სტაბილური (უსაფრთხო) განვითარებისთვის მისი პოლიეთნიკურობა და პოლირელიგიურობა - საფრთხეს თუ გასაფრთხილებელ მონაპოვარს; რას წარმოადგენს დღეს ცნობილი დიქოტომია ჭეშმარიტება - პატრიოტიზმი. ნაშრომში განხილულია ავტონომიების საკითხი, ასევე, ენის, ზოგადად, განათლების პოლიტიკის და მასთან დაკავშირებული საკითხები.

წიგნის ელექტრონული ვერსია (ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ საიტზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა