11 იანვარი 2021 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ქართული ლიტერატურის კათედრის ყოფილი დოცენტი მიხეილ ფარტენაძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
მიხეილ ფარტენაძე წლების განმავლობაში კითხულობდა ,,ქართული ზეპირსიტყვიერებისა” და ,,ლიტმცოდნეობის შესავლის“ კურსებს. მიხეილ ფარტენაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.