ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტი თედო შარადენიძე დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორია ინგლისურ ენაში

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის წარჩინებული სტუდენტი, სახელმწიფო სტიპენდიანტი თედო შარადენიძე, დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორია ინგლისურ ენაში.

თედო შარადენიძე 2019 წელს „ერაზმუს+“-ის პროგრამით იმყოფებოდა ესპანეთში, ალკალას უნივერსიტეტში. ის ამჟამადაც მონაწილეობს „ერაზმუს+“ საერთაშორისო აქტივობებში (წარადგინა ბსუ დრეზდენს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ ინტერკულტურულ სასწავლო კურსში -VIP2020).

თედო შარადენიძემ სტუდენტებისთვის შეადგინა პრაქტიკული სახელმძღვანელო ინგლისურ ენაზე - „წერეთ და ისაუბრეთ ინგლისურად“, - რომელმაც ცნობილ სპეციალისტთა (პროფ. რ. ტყემალაძე, ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელი;  პროფ. ხუან ფ. ელისეისი, ალკალას (ესპანეთი) უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი) დადებითი გამოხმაურება მიიღო და მალე დაიბეჭდება.

წიგნი გათვლილია ფართო მასებისთვის. იგი  შეიძლება გამოიყენონ როგორც აბიტურიენტებმა, ისე ინგლისური ფილოლოგიის  სტუდენტებმა. წიგნი დაყოფილია ხუთ ნაწილად და მოიცავს საკუთრივ წიგნის ავტორის მიერ დაწერილ ესეებს, დიალოგებს, მონოლოგებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს. წიგნი შეიცავს საინტერესო თეორიულ და პრაქტიკულ მასალას.

თედო შარადენიძე დაინტერესებულია თარგმანითაც, მან თარგმნა ინგლისურად გალაქტიონ ტაბიძის „მერი“, თარგმანმა სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა.

წარმატებებს ვუსურვებთ პერსპექტიულ ახალგაზრდას!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა