26 დეკემბერი 2020 წელი
საინტერესო შემაჯამებელი ღია სემინარით, ფოტოკონკურსის შედეგების გამოცხადებით დასრულდა ქართული ფილოლოგიის მეოთხეკურსელთა სასწავლო კურსი უახლეს ქართულ ლიტერატურაში (პროექტის კოორდინატორი, პროფესორი - მალხაზ ჩოხარაძე; პროექტის საორგანიზაციო კომიტეტი: მაია ბროლაძე, ნათია გიორბელიძე, მაგდა გოგიბერიძე, მაგდა თურმანიძე, მარიამ მალაყმაძე, თათია მჟავანაძე, ნათია ნანავა).
ფოტოკონკურსის პირობის შესაბამისად, სტუდენტებმა წარმოადგინეს ფოტოები გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მოტივებზე. საკონკურსო ფოტოზე დატანილი იყო გალაკტიონის ლექსის ფრაგმენტი, ფოტოზე აღბეჭდილი განწყობის შესაბამისად.
საკონკურსოდ წარმოდგენილი 36 ფოტოდან რჩეული ფოტოების გამოსავლენად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდა სამი ჟიური:
1. მეოთხეკურსელთა რჩეული ფოტოები: ფოტო N 6. (ავტორი: ზეინაბ ბოლქვაძე); ფოტო N 9 (ავტორი: დიანა მჟავანაძე); ფოტო N 11 (ავტორი: მარიამ მიქელაძე).
2. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის რჩეული ფოტოები: ფოტო N 11 (ავტორი: მარიამ მიქელაძე); ფოტო N 18 (ავტორი: რუსუდან გურგენიძე); ფოტო N 19 (ავტორი: მარიამ გელაზარიშვილი); ფოტო N 22 (ავტორი: ნანა ფუტკარაძე).
3. აჭარის მწერალთა სახლის რჩეული ფოტოები: ფოტო N 2 (ავტორი: ალინა ერქომაიშვილი); ფოტო N 6 (ავტორი: ზეინაბ ბოლქვაძე) ფოტო N 11 (ავტორი: მარიამ მიქელაძე);
4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რჩეული ფოტო: ფოტო N 23 (ავტორი: მინონა იმნაძე).
კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საჩუქრად გადაეცემა წიგნები.