ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

თამთა სალაძე - წარმატებული სტუდენტი!

სურათი

თამთა სალაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანმცოდნეობის სპეციალობის წარმატებული სტუდენტია. მესამე კურსის მეორე სემესტრში მონაწილეობა მიიღო  ,,ერაზმუს+“-ის გაცვლით პროგრამაში, გაიმარჯვა კონკურსში და სწავლა განაგრძო რუმინეთში, შტეფან ჩელ მარეს სახელობის უნივერსიტეტში.

სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში ევროპის სოლიდარობის კორპუსის (European Solidarity corp) მოხალისეთა პროგრამაში მოსახვედრად, გაიმარჯვა და  სხვა ევროპელ ახალგაზრდებთან ერთად შეარჩიეს ბულგარეთში სტაჟირებისთვის. ამჟამად თამთა სალაძე, პროგრამის ფარგლებში,  ბულგარეთში მასპინძელი ორგანიზაციის ახალგაზრდულ ინიციატივებშია  ჩართული, ინგლისურ ენას ასწავლის სკოლის მოსწავლეებს (ონლაინ) და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს.

თამთა თვლის, რომ ,,ერაზმუსისა“ და  ,,ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ მოხალისეთა პროგრამებში მონაწილეობა მისთვის საუკეთესო გამოცდილებაა და ეს მას საშუალებას მისცემს, განამტკიცოს ინგლისური ენის ცოდნა, სწავლა/სწავლებისა და სხვა უნარ-ჩვევები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მის კარიერულ განვითარებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა