22 მარტი 2021 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_14792_1_s.jpg)
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს ოკუპაციისა და ბათუმში 100 წლის წინ, 1921 წლის 17-20 მარტს განვითარებული მოვლენებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. სესიაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის, საქართველოს დამფუძნებელი კრების ბოლო სხდომისა და ბათუმის დასაცავად გამართული ბრძოლის საკითხები. კონფერენციის მონაწილეებმა გაიხსენეს დიდი მამულიშვილი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და ის გმირები, რომლებიც ბათუმის დასაცავად იბრძოდნენ.