ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ახალი სამაგისტრო პროგრამის: „ციფრული მედია და ინოვაციები“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

სურათი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი შემუშავების პროცესში მყოფ სამაგისტრო პროგრამას უკავშირდებოდა. მედიის დიგიტალიზაცია თანამედროვე მედიაგარემოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ახალი სამაგისტრო პროგრამა: ,,ციფრული მედია და ინოვაციები“, რომლის შემუშავება-განხორციელებაც აღნიშნული უნივერსიტეტების ბაზაზე იგეგმება,  ბაზრის მოთხოვნებზეა ორიენტირებული. ბსუ-ში ახალი სამაგისტრო პროგრამა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელდება. შეხვედრის მიზანი პროგრამაში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებსა და დამსაქმებლებთან შეხვედრა იყო.

ბსუ-ს ასოც. პროფესორმა ინგა შამილიშვილმა, რომელიც, ამავდროულად, პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, კოლეგებს წარუდგინა თსუ-ს ასოცირებული პროფესორები, ასევე პროგრამის ხელმძღვანელები: ნინო ჭალაგანიძე და ნათია კუპრაშვილი.

კურიკულუმის პრეზენტაციის შემდეგ ყურადღება დაეთმო პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურას.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო დისციპლინების სილაბუსებში გათვალისწინებული ლიტერატურის ნაწილი მუშავდება ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის: “ისწავლე ჟურნალისტიკა ონლაინ” ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა