28 მარტი 2021 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების მონაწილეობით. ონლაინ კონფერენციის მუშაობაში ასევე ჩაერთნენ „ერასმუს+“-ის გაცვლითი პროგრამით საფრანგეთში, ქალაქ რუანში მყოფი სტუდენტები. ნოდარ დიასამიძემ, ნათია პაქსაძემ და ლალი ფუტკარაძემ ისაუბრეს ფრანგული უნივერსიტეტის სტუდენტურ თუ კულტურულ ცხოვრებაში უცხოელ სტუდენტთა ინტეგრირების საკითხებზე. ფრანგული ფილოლოგიის II და IV კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ფრანკოფონიასა და მსოფლიოში ფრანგული ენის გავრცელების შესახებ.