1 აპრილი 2021 წელი
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხუთი პირველკურსელი - დიანა ევგენიძე (ინგლისური ფილოლოგია), მარიამ ცეცხლაძე (ინგლისური ფილოლოგია), თამუნა დოლიძე (ინგლისური ფილოლოგია), მაკა გოგიტიძე (ინგლისური ფილოლოგია) და თამუნა კობალაძე (ისტორია)პირველივე სემესტრში სტიპენდიანტები გახდნენ. ახალგაზრდებმა 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტის განაცხადში პირველ ნომრად მიუთითეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, დამატებით გამოცდაზე მიიღეს ყველაზე მაღალი სკალირებული ქულა და მათ შემოდგომის სემესტრში გადაეცათ პირველსემესტრელის სტიპენდია. ფაკულტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებს ულოცავენ სტიპენდიის მოპოვებას და უსურვებენ წარმატებებს.