ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მაგისტრანტი დარიკო შენგელია ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერი“ პირველი ეტაპის გამარჯვებულია

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი დარიკო შენგელია ლიტერატურული კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულია. „ლიტჰაიკერი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია სტუდენტებისთვის, რომელსაც უნივერსიტეტი და „სულაკაურის გამომცემლობა“ ერთობლივად ახორციელებენ. კონკურსის მონაწილეები 10 ტურის განმავლობაში კითხულობენ პროექტისთვის შერჩეულ წიგნებს და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს წერენ, რომლის შედეგადაც 3 გამარჯვებული გამოვლინდება და ისინი გამომცემლობისაგან დაწესებულ პრიზებს მიიღებენ.

კონკურსი ხორციელდება 2014 წლიდან და პანდემიის გამო ბოლო 2 წელია განსხვავებულ ფორმატში - ონლაინ ტარდება. წელს „ლიტჰაიკერის“ მონაწილეები ათ თანამედროვე ქართულ რომანს ეცნობიან. ამ ეტაპზე, 5 საკონკურსო ტურის შედეგებით გამოვლინდა სამი სტუდენტი, მათ შორისაა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ლიტერატურის თეორიისა და ქართული ლიტერატურათმცოდნეობის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  მაგისტრანტი  დარიკო შენგელია. დარიკო შენგელიამ კონკურსის მეორე და მეოთხე ტურებში მოიპოვა ლიდერობა და ამ ეტაპზე ხუთი საკონკურსო ტურის   გამარჯვებულთა შორისაა. კონკურსი ივნისის ბოლოს დასრულდება.

კონკურსის შესახებ იხილეთ ბმული: https://bit.ly/3yw63BI
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა