ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბსუ-ში

სურათი

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. აჭარის მუზეუმთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი,  ბსუ-ს I კორპუსის ფოიეში გაიხსნა აჭარის მუზეუმის ფონდებში დაცული მასალების გამოფენა. Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტისა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 103 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

სამეცნიერო სესიაზე ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა  მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტუალურ  საკითხებზე, გაიხსენეს და იმსჯელეს 103 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე.

სამეცნიერო კონფერენციის    მომხსენებლები:

  • „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიოგრაფიიდან“ - ვახტანგ გურული, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი;
  • „სად და როდის გადაწყდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი“- ჯემალ კარალიძე, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ,,1918 წლის 26 მაისი - ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიის დასაწყისი"-  თამარ ავალიანი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსტეტი;
  • „რამსეი მაკდონალდი საქართველოს პირველი რესპუბლიკის და 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ"- მალხაზ ნაკაშიძე,  ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • „ბათუმის ოლქი 1918-1920 წლებში“ - ოთარ გოგოლიშვილი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი;
  • „ეკონომიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921 წლებში“ - თეონა ზოიძე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი,  სსიპ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორი;
  • „ქუთაისის გუბერნია 1918-1921 წლებში“ - სულხან კუპრაშვილი , პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • „ვლასა მგელაძე“ - რუსუდან კობრავა, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის მუზეუმის  ორგანიზებით აღინიშნა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა