11 ივნისი 2021 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფ. ლალი ზაქარაძის ინიციატივით ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), ასევე, ფილოსოფიის დეპარტამენტის ძირითადი და მოწვეულ აკადემიური პერსონალისთვის ა.წ.11–18 ივნისს იგეგმება ტრენინგების ციკლი, შემდეგი გრაფიკით:
I
1. ტრენინგი: ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის პრინციპები (სამიზნე ჯგუფი: ბაკალავრიატის სტუდენტები) - 11. O6. 2021. 13.00 სთ.(ონლაინ)
2. ტრენინგი: ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის პრინციპები (სამიზნე ჯგუფი: მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები) - 12. 06. 2021 14.00 სთ.(ონლაინ)
3. ტრენინგი: ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის პრინციპები (სამიზნე ჯგუფი: პროფესორ-მასწავლებლები) – 16.06.2021 14.00 (აუდიტ. 32)
II.
2021 წლის 18 ივნისს პროფესორ-მასწავლებლებისთვის იგეგმება დისკუსია და მრგვალი მაგიდა თემებზე: უნივერსიტეტის იდეა, ფილოსოფია საუნივერსიტეტო განათლების კონტექსტში და უმაღლესი განათლების პრობლემები და გამოწვევები:
1. უნივერსიტეტის იდეა: დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო (სამიზნე ჯგუფი: პროფესორ-მასწავლებლები) – 18.06.2021 -12.(აუდიტ. #32)
2. უმაღლესი განათლების წინაშე არსებული პრობლემები (სამიზნე ჯგუფი: პროფესორ-მასწავლებლები), აუდიტ. #32
ტრენინგებს ჩაატარებს და დისკუსიასა და მრგვალი მაგიდის მუშაობაში, ბსუ ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორებთან ერთად, მონაწილეობს პროფ. გიორგი თავაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელიც ასევე, ბსუ-ს მოწვეული პროფესორია და აქტიურად მონაწილეობს ფილოსოფიის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.(აუდიტ. 32)