21 სექტემბერი 2021 წელი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს და რექტორის მოადგილეს თამარ სირაძეს შეხვდნენ. სტუმრები პროგრამის ,,Horizon 2020“-ის პროექტის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ ბსუ-ს ბიბლიოთეკაში, გაეცნენ ლიტერატურას, გაცვალეს სამეცნიერო შრომები, ასევე მოინახულეს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შთაბეჭდილებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები გაუზიარეს უნივერსიტეტის რექტორს. ვიზიტი პროექტის ,,ევროპისა და შავიზღვისპირეთის რეგიონის სამეცნიერო გაცვლა და აკადემიური კულტურა - XVIII ს. ბოლოსა და XXI ს. დასაწყისში“ ფარგლებში განხორციელდა.