5 ოქტომბერი 2018 წელი

თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართა მონოგრაფიის - „პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“ - განხილვა. მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო სამეცნიერო პროექტის „პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“ ფარგლებში მომზადდა. წიგნის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორებმა და ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის გამყოფილების მკვლევრებმა. მონოგრაფიამ გამომსვლელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.