29 ოქტომბერი 2021 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლინგვისტიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი როლანდ შავაძე (მეცნიერ-ხელმძღვანელები - პროფ. ი. გოშხეთელიანი და მ. მიქელაძე) აშშ-ის მასწავლებელთა დახელოვნების სახელმწიფო პროგრამით (TEA) 6 კვირის განმავლობაში, 14 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე, იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. The Teaching Excellence and Achievement (TEA) პროგრამა მასწავლებლებს, მსოფლიოს მასშტაბით, აძლევს უნიკალურ საშუალებას, კიდევ მეტად განვითარდნენ და დახელოვნდნენ პროფესიული განხრით, გაიუმჯობესონ სწავლების უნარ-ჩვევები და გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.
TEA პროგრამა წარმოადგენს 6-კვირიან, არადიპლომირებულ აკადემიურ პროგრამას, რომლის თემატიკაა: სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების შესახებ სემინარები, სასწავლო კურიკულუმის განვითარება, გაკვეთილის დაგეგმვა და ინსტრუქციული მიდგომები. აღნიშნული პროგრამა არ გამოიმუშავებს კრედიტ-ქულებს. პროგრამის მონაწილეები, ასევე, პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ მათი მასპინძელი უნივერსიტეტის ახლოს მდებარე აშშ-ის საშუალო სკოლაში, სადაც ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, ერთობლივად და დამოუკიდებლად ჩაატარებენ გაკვეთილს და სკოლის ამერიკელ მოსწავლეებს გააცნობენ პრეზენტაციას საკუთარი ქვეყნების შესახებ.
დოქტორანტ როლანდ შავაძეს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცა თავის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებით ჩაეტარებინა კვლევა მონტანას შტატის ქალაქ ბოზმენის სკოლებში.
The Teaching Excellence and Achievement (TEA) პროგრამას IREX-ი ახორციელებს.