ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ნანა ტრაპაიძის წიგნის - „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ" პრეზენტაცია

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, პრემია „საბას“ ლაურეატის (2017წ.), ნანა ტრაპაიძის, წიგნის - ,ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ" -  პრეზენტაცია. წიგნი 2020 წელს გამოსცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.

როგორც ავტორი აღნიშნავს წინასიტყვაობაში, წიგნი ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი კურსისთვის ჩაფიქრებული სახელმძღვანელოს პირველი ნაწილია და პროპედევტიკული ფუნქცია აქვს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებიც ლიტერატურის თეორიის, ლიტერატურის სოციოლოგიის, ფილოსოფიის, ქართული და საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კურიკულუმებს აერთიანებს“.

წიგნს ერთვის ანთოლოგია, რომელშიც შესულია ქართველი და უცხოელი მწერლების, კრიტიკოსებისა და მკვლევრების წერილები.

წიგნის სტრუქტურაზე, შინაარსზე, მიზნებზე, მასზე მუშაობის პროცესზე საინტერესოდ ისაუბრა ავტორმა, ასოც. პროფ. ნ. ტრაპაიძემ.

წიგნის შესახებ ისაუბრეს რედაქტორებმა,  პროფესორებმა ლევან ბერძენიშვილმა და გიორგი   ხეოშვილმა, ასევე ბსუ-ს პროფესორებმა, რამაზ ხალვაშმა და მარინე გიორგაძემ, რომლებმაც  მაღალი შეფასება მისცეს ამ გამოცემას, ისაუბრეს მის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.

საგულისხმოა, რომ ასოც. პროფ. ნანა ტრაპაიძის წიგნი - „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ" - არის 2021 წლის ლიტერატურული პრემია ,,საბას" ფინალისტი, წლის საუკეთესო ლიტერატურის კრიტიკის ნომინაციაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა