ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სურათი

ბსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა დიდი ქართველი მწერლის, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, ჭაბუა  ამირეჯიბის, 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები თბილისიდან, ქუთაისიდან, აჭარის მწერალთა სახლიდან. შეხვედრას უძღვებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. მერაბ ხალვაში და ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მარინე გიორგაძე.

გამომსვლელებმა, მწერალმა მერაბ რატიშვილმა, ფილოლოგიის დოქტორმა მერაბ გვაზავამ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ლევან თაქთაქიშვილმა, პოეტებმა დავით თედორაძემ, ვახტანგ ღლონტმა, ბსუ-ს პროფესორებმა შორენა მახაჭაძემ, რამაზ ხალვაშმა და ინგა შამილიშვილმა ისაუბრეს ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, გაიხსენეს დიდ მწერალთან შეხვედრები, მისი ბათუმში სტუმრობის ეპიზოდები.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. მერაბ ხალვაშმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, ბსუ-ში კიდევ ერთი -ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის - საფაკულტეტო  სტიპენდია დაწესდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა