27 ნოემბერი 2021 წელი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ივდით დიასამიძემ მონაწილეობა მიიღო „ერაზმუს+“-ის მოკლევადიან გაცვლით პროგრამაში (KA107 ERASMUS+ Programme – International Credit Mobility PEERS) და 2021 წლის 22-26 ნოემბერს, ქალაქ ბრაგაში (პორტუგალია), მინიოს უნივერსიტეტში ლექციები ჩაატარა. ასოცირებულმა პროფესორმა ივდით დიასამიძემ განათლების ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს გააცნო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: განსხვავებული მიდგომები ვიზუალურ ენასთან მიმართებაში; ვიზუალური ხერხები მხატვრულ ლიტერატურაში (საბავშვო ლიტერატურაში); მკითხველამდე მთავარი სათქმელის მიტანის ვიზუალური ხერხები; ინგლისური ენის კრეატიულად სწავლება.
ვიზიტი მიზნად ისახავდა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, მსგავსებებისა და განსხვავებების გამოვლენას, მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიების დაგეგმვასა და განვითარებას.