9 თებერვალი 2022 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ (ISSN 2587-490X) საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირების (ISI)/International Scientific Indexing ბაზაში მოიპოვა ინდექსაცია და მიენიჭა იმპაქტ ფაქტორი - 0.758 (2021-2022). საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე დაარსდა 2018 წელს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე.
ჟურნალში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.) მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები.
ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია: აღმოსავლეთის ისტორია, პოლიტიკა, გეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ქრონოლოგია, რელიგიის ისტ-ორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ეთნოგრაფია, ენათმეცნიერება, კულტურა, ლიტერატურათმცოდნეობა, თარგმანი, კულტურული ანთროპოლოგია.
ვულოცავთ აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტს მნიშვნელოვან წარმატებას.
ჟურნალის ელექტრონული მისამართი: https://openjournals.ge/index.php/hos